LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში ვერტმფრენი ჩამოვარდა – ბორტზე მაშველები და მედიკოსები იმყოფებოდნენ

1047
maSvelebi

გუდაურში, შსს-ს ვერტმფრენი, რომლითაც ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, ჩამოვარდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.

მომხდარის შესახებ ყველა დეტალი დეტალები ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის“, – წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი.

გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა – არიან დაშავებულები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები