LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუგუტიანთკარში რაზმაძეების ოჯახმა სახლის დემონტაჟი დაასრულა

369
Untitledrueq5uu8

სოფელ გუგუტიანთკარში, რაზმაძეების ოჯახმა, რომელთა სახლი მავთულხლართების მიღმა მოექცა, სახლის ლითონის კონსტრუქციების დემონტაჟი თითქმის დაასრულა. ლევან რაზმაძის განცხადებით, ცოტა ხანში სახლის დემონტაჟის შედეგად შეგროვილ ლითონის მასალებს უსაფრთხო ტერიტორიაზე გაიტანენ და ომის დროს დაზიანებულ სახლში, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესისას გამყოფი ხაზის მიღმა აღმოჩნდა, აღარ დაბრუნდებიან.

აღნიშნული საცხოვრებელი სახლები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ საცხოვრებლად გამოუსადეგარი იყო და შესაბამისად მეთერთმეტე წელია ამ სახლებში არავის უცხოვრია.

გივი რაზმაძის თქმით, აღნიშნული ტერიტორია ომის შემდგომ უსაფრთხოდ არ ითვლებოდა, შესაბამისად, 2009 წელს მიღებული კომპენსაციით (15 000 აშშ დოლარი) ოჯახმა ადგილი სხვა ტერიტორიაზე შეიძინა და სახლი ააშენა.

მისივე თქმით, გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების ოჯახი ომის შემდგომ ამ დრომდე დევნილის სტატუსით სარგებლობენ და დევნილებისთვის დადგენილი შეღავათებითაც სარგებლობენ.თუმცა იმედს არ კარგავდნენ, რომ დაზიანებულ სახლებში შესვლას შეძლებდნენ.

გუგუტიანთკარის მკვიდრი გივი რაზმაძე მზადაა, მამუკა ხაზარაძის შეთავაზება მიიღოს

გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე, სოფელ გუგუტიანთკართან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მეორე დღეა არ გამოჩენილან. ამ დროისთვის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი არ მიმდინარეობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები