LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გულები გვაქვს დახეთქილი ბიჭებს.. ჩეჩნებმა ჩასაფრება მოუწყვეს” – ქართველი მებრძოლის დაღუპვის დეტალები

3746
BeFunky-collage (1)

უკრაინაში, ქართველი მებრძოლს ჩეჩნებმა ჩასაფრება მოუწყვეს. არკადი კასრაძის დაღუპვის დეტალებზე უკრაინაში მებრძოლმა ნადიმ ხმალაძემ “მთავარ არხთან” ისაუბრა.

ვანო ნადირაძე: “მძიმე დღე გვაქვს…დაგვეღუპა არკადი კასრაძე და მძიმედ დაგვეჭრა ზურა მუშუქია”

“ეს მოხდა ქალაქ რუბეჟნოეში, არკადი პოზიციურ ბრძოლებში დაიღუპა. ჩეჩნებთან შეტაკებაში მოხდა ეს სამწუხარო ამბავი. გულები გვაქვს დახეთქილი ბიჭებს, უკვე ძალიან შორს წავედით.. “, – ამბობს ნადიმ ხმალაძე.

უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში, დღეს, კიდევ სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. საბრძოლო შეტაკებების დროს ასევე მძიმედ დაიჭრა ერთი ქართველი მეომარიც.

„აუ, რა მაგრად გაგვიჭირდება უშენოდ ცხოვრება ზაზა ძმაო…“ – ვანო ნადირაძე უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლზე

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები