LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გულწრფელად ვნანობ, რაც მოხდა” – რა თქვა სასამართლოზე ესკორტის ოფიცერმა, რომელსაც პატიმარმა იარაღი ამოაცალა და თავის არეში ჭრილობა მიიყენა

219
patimarii

გულწრფელად ვნანობ იმას, რაც მოხდა, როდესაც ვიცვლებოდით, ვერ წარმოვიდგენდი და ვერანაირად შევამჩნიე გურამ სვანიძე, – ამის შესახებ ესკორტის ოფიცერმა ვალერი გოზალიშვილმა განაცხადა, რომელსაც პატიმარმა ე.წ. კაბურიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა და თავის არეში ჭრილობა მიიყენა.

გოზალიშვილის განმარტებით, შემთხვევის ადგილას ბევრი ადამიანი იმყოფებოდა.

,,როდესაც ახალი ცვლა შემოდიოდა, ბევრი ადამიანი იყო, თორემ იარაღით პატიმართან ახლოს არასდროს მივიდოდი, არათუ ზურგით დავუდგებოდი და თავს ან სამსახურს საფრთხეში ჩავაგდებდი”, – აღნიშნა ვალერი გოზალიშვილმა.

ფოტო პირველი არხი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g