ცნობილი ბლოგერი და მარკეტერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში იაფი ავიამიმოსვლის შესახებ საზოგადოებას რჩევას აძლევს და წერს, რომ სურვილის შემთხვევაში ემიგრანტი დედების მოსანახულებლად ნებისმიერ მსურველს დახმარებას გაუწევს:
„სულ მაინტერესებდა: აი ის გოგო-ბიჭები, სულ „სისვეცკე“ ბრენდები რომ აცვიათ, ძვირიან რესტორნებში ჭამენ, ახალ სახლს იშენებენ და ემიგრანტი დედა არ უნახავთ 5-7 წელია… ფული არ აქვთ? ფეხსაცმელში 500 ლარს აძლევენ და ქუთაისიდან 150 ლარიანი ფრენა ვერ შეიძინეს იტალიამდე, ან საბერძნეთამდე?
თუ უვიზო რეჟიმი რომ გვაქვს არ ახსოვთ? თუ სამი დღეც ვერ მოიცალეს – იმდენს მუშაობენ? უფრო იტალია საბერძნეთზე მაქვს საუბარი, თორემ ამერიკა და ა.შ. ვიცი, რომ რთულია.
მართლა მაინტერესებს მიზეზი. მზად ვარ დაგაკვალიანოთ, იქნებ არ იციან იაფი პირდაპირი ფრენების შესახებ? მზად ვარ მე დაგიგეგმოთ ვიზიტები, მართლა დაგეხმარებით, ემიგრანტებისთვის არასდროს დამენანება ჩემი დრო.“ – წერს გურამ შეროზია.