LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამია მდინარაძეს: ხომ არ გამომრჩა და ხომ არ თქვი, ჩვენს მიერ გადაღებულ სექსებს გამოაქვეყნებენ, ოღონდ გამომქვეყნებელი ჩვენ არ ვართო?

136
ნიკა გვარამია

„მაგ სისულელეებს, ჯობია ის გვითხარი, ვის დროს გადაღებულ კადრებზე ლაპარაკობ?“ – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში, ფარული ჩანაწერების შესახებ გაკეთებული „ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადების საპასუხოდ წერს.

„ზუსტად 2 საათზე ვიყავი ჩართვაზე ანუნა ახალაიასთან. სტუდიაში იყვნენ ინგა გრიგოლია და ვახო სანაია. ეთერში მოვყევი, რაზე მსჯელობდა გუშინ „ქართული ოცნება“: ამ საშინელ ვითარებაში, რომელშიც ჩავარდნენ, საინფორმაციო გადაფარვის შესაძლებლობად განიხილეს პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნება ანონიმური წყაროს მეშვეობით.

ზუსტად ერთ საათში ამას მოყვა მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, რომლითაც ეს დაადასტურა, ოღონდ იქვე დააყოლა, რომ ამას ოპოზიცია იზამს უცხოეთში.

მამუკა მდინარაძე, ამ ბოდვაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ყველაფრის მომსმენ, გადამღებ, გამომქვეყნებელი ვინაა ამ ქვეყანაში ყველამ იცის.

მდინარაძე: გვაქვს ინფორმაცია, რომ მომდევნო დღეებში, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, ჩანაწერების ინტერნეტში ატვირთვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება

უკრაინული „ვიკილიქსების“ და ჰაკიმ ფაშებიც ყველას ახსოვს. მაგ სისულელეებს, ჯობია ის გვითხარი, ვის დროს გადაღებულ კადრებზე ლაპარაკობ? ხომ არ გამომრჩა და ხომ არ თქვი, ჩვენს მიერ გადაღებულ სექსებს გამოაქვეყნებენ, ოღონდ გამომქვეყნებელი ჩვენ არ ვართო?

თუ ეგეც სააკაშვილმა გადაიღო ჭოგრიტით კიევიდანო, ეგ თქვი და გამომრჩა? იქნებ ახალი ბრიფინგით ჩააზუსტო,“ – წერს ნიკა გვარამია. „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიო მასალა გავრცელდა.

გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებასა და არასრულწლოვანების შესახებ ინფორმაციასაც შეიცავს.

უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პირმა, მათ შორის ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები