LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვენეტაძე ლარზე: თუ ჩავთვლით, რომ ზომებია მისაღები, ყველა ზომას მივიღებთ

90
cms-image-000019326

კობა გვენეტაძე ეროვნული ვალუტის ინფლაციაზე საუბრობს და განმარტავს, რომ თუ საჭირო გახდება ზომების მიღება, ეროვნული ბანკი ყველა ზომას მიიღებს.  რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, რომ მან თანამდებობა დატოვოს, გვენეტაძე ამბობს, რომ პოსტიდან წასვლას არ აპირებს.

„მცურავი კურსის პირობებში აბსოლუტურად შეუძლებელია ლარის კურსზე პროგნოზების გაკეთება. ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენების გამო შეიქმნა მოლოდინი, რომ სავალუტო შემოსავლები უფრო ცუდი იქნებოდა, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში იქნებოდა, რამაც მოახდინა გავლენა ლარის კურსზე. ჩვენ რაიმე კონკრეტული ნიშნული ლარის კურსისთვის არ გვაქვს, ჩვენი მთავარი მანდატია ინფლაცია. 4 სექტემბერს გვაქვს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი და ამ კომიტეტზე ვიმსჯელებთ. იმ შემთხვევაში თუ ჩავთვლით, რომ ზომები არის მისაღები, მივიღებთ ყველა ზომას“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები