LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გზა ისევ შორია“ – 14 ივლისს ,,ახალ თეატრში” გია ყანჩელის საღამო გაიმართება

284
Capture

14 ივლისს გია ყანჩელის საღამო ,,ახალ თეატრში” „გზა ისევ შორია“ – მაესტროს სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ახალი თაობის მუსიკოსების მიერ შექმნილი ორიგინალური პროექტი, გია ყანჩელის მიერ კინოსა და თეატრისთვის დაწერილი მინიატურები Georgian Six-ის შესრულებით.

კონცეპტArt-ის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ გაჩერებას „ახალი თეატრი“ უმასპინძლებს, სადაც საკონცერტო სეზონი 14 ივლისს გია ყანჩელის საღამოთი გაიხსნება „გზა ისევ შორია“, მაესტრო ამ პროექტისა და The Georgian Six-ის შესახებ წერდა: “ მოხარული ვარ, რომ მოგვიანებით ჩემს ქვეყანაში გაჩნდნენ ახალგაზრდა მუსიკოსები, რომლებმაც შექმნეს ანსამბლი The Georgian six და საკმაოდ მაღალ დონეზე ასრულებენ როგორც საყოველთაოდ ცნობილ მუსიკალურ სტანდარტებს, ასევე ქართველ კომპოზიტორთა მუსიკასაც. Georgian Six ისთვისაც განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი იყო ეს პროექტი – “გია ყანჩელის მუსიკასთან შეხება უდიდესი ბედნიერებაა, მით უმეტეს მაშინ, როცა თავად მისგან უდიდეს მხარდაჭრას ვგრძნობთ.. ყველაფერი დაიწყო ერთი ჯადოსნური კომპოზიციით – მუსიკით, ანიმაციური ფილმიდან „ჯადოსნური კვერცხი“, რომლის მოსმენის შემდეგაც, ბატონი გიასგან მივიღეთ მოულოდნელი საჩუქარი – მისი სიმღერების კრებული წერილით და ნებართვა გვემუშავა ამ ღვთიურ მუსიკაზე.. “ ტექსტის ავტორი – ია საკანდელიძე
ბილეთები იყიდება ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები