LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარცელმა და მერედიტმა ბათუმის ტრაგედიის ადგილი ყვავილებით შეამკეს

37
14D216CA-E0BC-437F-8BCA-22A973336E34

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა და ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელმა დირექტორმა, ლორენს მერედიტმა ბათუმში ვიზიტის პროგრამა, 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ადგილზე მისვლით დაიწყეს.

მათ დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ტრაგედიის ადგილი ყვავილებით შეამკეს.

დიპლომატები ბათუმში იმყოფებიან, რათა ევროკავშირის მიერ რეგიონის მხარდაჭერას და შავი ზღვით კავშირების განმტკიცების მნიშვნელობას ხაზი გაუსვან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები