LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰეზბოლა“ ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს.. შესაძლოა ლიბანი ომში ჩაითრიოს“ – IDF-ის პრესსპიკერი

151
Untitled design (8)

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი ჯონათან კონრიკუსი აცხადებს, რომ „ჰეზბოლა“ ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს და შესაძლოა ლიბანი ომში ჩაითრიოს.

მისი თქმით, „ჰეზბოლა“ უტევს ისრაელის პოზიციებს ისრაელი-ლიბანის ჩრდილოეთ საზღვართან და სიტუაციას ამძაფრებს.

„ნამდვილად მზად არის ლიბანის სახელმწიფო, ღაზას ტერორისტების გამო საფრთხე შეუქმნას იმას, რაც ლიბანის კეთილდღეობისა და სუვერენიტეტისგან დარჩა?“, – აინტერესებს კონრიკუსს.

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის ინფორმაციით, „ჰეზბოლა“ რაკეტებს სამოქალაქო შენობებიდან და დასახლებული ტერიტორიიდან ისვრის, რაც მსხვერპლს იწვევს როგორც მშვიდობიან მოსახლეობაში, ასევე სამხედროებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები