LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰგონიათ, რომ გაუვათ საკუთარი ნათქვამის გადათქმა იმის მიხედვით, ხვალ და ზეგ რა დასჭირდებათ: ბოკერია კობახიძესა და გახარიაზე

33
გიგა ბოკერია

„კობახიძე ციტირებს იმ კრიტიკას და ბრალდებებს, რაც „ევროპულ საქართველოს“ გიორგი გახარიას მიმართ ჰქონდა,“ – ამის შესახებ „ევროპულ საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ყოფილ პრემიერ, გიორგი გახარიაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ბოკერიას სიტყვებით, ორივე მხარეს ჰგონიათ, რომ ერთმანეთზე ასეთი რამის თქმა გაუვათ – საკუთარი ნათქვამის გადათქმა იმის მიხედვით, თუ ხვალ და ზეგ რა დასჭირდებათ.

როგორც ბოკერიამ განაცხადა, ეს არის საოცარი უტიფრობა ამ ნიაღვრის და ჭაობისა, რასაც ივანიშვილის რეჟიმის სხვადასხვა ფრთა გვთავაზობს.

 „ტექნიკურად ერთმანეთზე სიმართლეს ამბობენ. გახარია ამბობს, რომ სისტემური კორუფცია იყო, ეს ასეა. კობახიძეც ჰყვება და ციტირებს იმ კრიტიკასა და ბრალდებებს, რაც მაგალითად „ევროპულ საქართველოს“ ამ კაცის, გახარიას მიმართ მთელი მისი კარიერის განმავლობაში ლეგიტიმურად გვქონდა.

პანკისის სპეცოპერაცია, აქაური სპეცოპერაცია, შემდეგ 20 ივნისი, პირველ რიგში, გავრილოვის ამბები, შემდეგ კოვიდის მართვა. ოღონდ ეს ხალხი გუშინწინ, ერთმანეთზე და ვითარებაზე სრულიად საპირისპიროს ამბობდნენ,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, ეს არის იმის დემონსტრირება, რომ ისინი საზოგადოებას პატივს სრულიად  არ სცემენ და ჰგონიათ რომ ერთმანეთზე ასეთი რამის თქმა გაუვათ – საკუთარი ნათქვამის გადათქმა იმის მიხედვით, თუ ხვალ და ზეგ რა დასჭირდებათ. ბოკერიას განცხადებით, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას.

რატომ არ იქნა გამოყენებული სხვა რბილი საშუალებები? 20 ივნისის დაშლის ოპერაცია იყო “გაუგებრად დაგეგმილი” გახარიას მხრიდან: კობახიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები