LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოდა, ახლა ვლასტშია – რას ყვება თარგამაძე იმედზე გასული ფილმის პროდიუსერზე

464
BeFunky Collage

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში იმედის გენდირექტორის მოადგილის ნიკოლოზ ლალიაშვილის შესახებ წერს, რომელმაც აგვისტოს ომის თემატიკაზე ტელეკომპანია “იმედში” გასულ ფილმის პროდიუსერი თავად არის. 

არ ვიზიარებ! - ,,ქრონიკის'' ჟურნალისტები იმედზე გასულ ფილმს ემიჯნებიან

მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია

“აი ამას გაუკეთებია ის საძაგლობა იმედზე. მეტიც, იმედის გენდირექტორის მოადგილეც ყოფილა. ნიკოლოზ ლალიაშვილი. ხაბურძანიას უშიშროების მინისტრობის დროს მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. ეფესბეს მაგ განშტოების მუშაკი.

ომის დროს ჩემი კომიტეტის წევრი ბრძანდებოდა ოპოზიციიდან, ზეპირად იცის, რა იყო და როგორ იყო სინამდვილეში. მაგრამ, დავალება ხომ სხვა აქვს. მოკლედ, რომ ვერ გაიგო ხალხმა, რისთვლის გამოცვალეს ბოლოს იმედის მენეჯმენტი, თურმე, პირდაპირ ეფესბესთვის ჩაუბარებიათ და აბა, ეს საძაგლობა რაღა გასაკვირია?

P.S. უფრო ნათელი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, რა სუბიექტზეა საუბარი, ერთხელ ასეთი რამ გვითხრა: გიყურებთ ამდენი ხანია და ვერ გავიგე, თქვენ მართლა სამშობლოზე და კეთილდღეობაზე ზრუნავთო? აბა რა უნდა ვქნათო რომ ვკითხეთ – ვლასტში ხართ, მოაჯექით მეინსტრიმს და იკაიფეთო. აი, ეხლა ვლასტშია, მომჯდარია მეინსტირმს (რუსულს) და კაიფობს. მთელ ქვეყანაზე კაიფობს,”– წერს გივი თარგამაძე. 

ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ 11 აგვიტოს იმედში გასული ფილმის პროდიუსერი თავად არის. ლალიაშვილი ფილმის ავტორს არ ასახელებს.

ფილმს, სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს”, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 11 აგვისტოს გავიდა, საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.

ფილმში აგვისტოს ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლებაა დადანაშაულებული და ომის დაწყება განხილულია, როგორც მექანიზმი სააკაშვილისთვის, რამაც შესაძლებლობა მისცა მას დაებრუნებინა “დაკარგული ლეგიტიმაცია”.

“კრემლისთვის ძნელად თუ მოიძებნება სააკაშვილზე ხელსაყრელი პოლიტიკოსი რუსული ჩექმის სამხრეთ კავკასიაში კვლავ შემოსადგმელად. ამ დიდ ტრაგედიაში გაიმარჯვა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილმა და მისი დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედებმა. მათ მიაღწიეს უპირველეს მიზანს – მოიპოვეს ლეგიტიმაციის საჭირო ხარისხი და შეინარჩუნეს ძალაუფლება“, – სწორედ ასე იხსნება ფილმში აგვისტოს ომის ანთოლოგია – სრული პასუხისმგებლობის ყოფილ ხელისუფლებაზე გადატანა და რუსეთის ფაქტორის შემცირება”, – ასე აფასებს მედიაჩეკერი “იმედის” ეთერში გასულ ფილმს.