რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე, ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორის, მიშა მშვილადაძის გამოჩენის შემდეგ ვითარება დაიძაბა. მისი მიმართულებით პრაიდის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა ბოთლები ისროლეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მას. 

სასულიერო პირები და პრაიდის მოწინააღმდეგეები ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, ანტისაოკუპაციო აქცია პარლამენტთან უკვე 19 დღეა მიმდინარეობს. დღეს კი ლევან ვასაძის თანამოაზრეები, სასულიერო პირები და ქართული მარშის წარმომადგენლები თბილისი პრაიდის ხელშესაშლელად ჯერ შსს-სთან მივიდნენ, შემდეგ ვერის პარკში გადაინაცვლეს, ბოლოს კი პარლამენტის შენობასთან, სადაც ზოგიერთმა მათგანმა აქციის მონაწილე მოშიმშილეების გაკონტროლების ინიციატივაც კი გამოთქვა.

არ გამიგია ადამიანი 14 დღე შიმშილობდეს და იმატებდეს – დეკანოზი მოშიმშილეებს გააკონტროლებს

 

თაკო ივანიაძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05