LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰქონდა თუ არა მეგი ბაქრაძეს ვაქცინაციის შემდეგ კორონავირუსი – რატიანი განმარტავს, რომ მას კლინიკაში შეყვანისთანავე ჩაუტარდა PCR ტესტი

163
ratiani

კლინიკაში შეყვანისას ახალციხელ ექთანს, მეგი ბაქრაძეს ანემია არ ჰქონდა და PCR ტესტის პასუხიც უარყოფითი იყო. – ამის შესახებ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტს კლინიკაში შეყვანისთანავე ჩაუტარდა ინსტრუმენტული კვლევები, სადაც ფიქსირდება, რომ თავის ტვინში იყო ელექტრული აქტივობა, რაც მიუთითებს, რომ პაციენტი კლინიკაში ცოცხალი შემოიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი მედდა უკვე გარდაცვლილი იყო, სიცრუეა: ლევან რატიანი

"შემოსვლისას მდგომარეობა იყო კრიტიკული, შეუქცევადი, ეს გამოწვეული იყო პოსტრეანიმაციული დაავადებით და ამ შეუქცევადმა პროცესმა რამდენიმე საათში გამოიწვია საბოლოოდ გულის გაჩერება" - რატიანი.

„ჩვენთვის ეს თემა არის ძალიან მტკივნეული, რადგან პანდემიის პირობებში დაიღუპა. ახალგაზრდა მედპერსონალი ვაქცინაციის შედეგად სავარაუდოდ გამოწვეულმა სხვადასხვა პრობლემებმა მიიყვანა სიკვდილამდე. ეს კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის და ჩვენთვისაც.

მიუხედავად მისი მდგომარეობისა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ პაციენტის სიცოცხლე შენარჩუნებულიყო. დაფიქსირდა სამწუხაროდ, ბიოლოგიური სიკვდილი რამდენიმე საათში. ასევე მინდა განვმარტო, რომ პაციენტს რამდენიმე საათში ჩაუტარდა ინსტრუმენტული კვლევები, სადაც ფიქსირდება, რომ თავის ტვინში იყო ელექტრული აქტივობა, რაც იმას მიუთითებს, რომ პაციენტი კლინიკაში ცოცხალი შემოიყვანეს. ასევე ელექტროკარდიოგრამაზე ფიქსირდებოდა გულისცემის სიხშირე და რიტმი.

რაც შეეხება მითქმა-მოთქმას სოციალურ ქსელებში, ჰქონდა თუ არა პაციენტს ანემია – პაციენტს ჩვენს კლინიკაში ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევებით არცერთ კვლევაში ანემია არ დასტურდება. ასევე კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ რადგან ჩვენ ვართ კლინიცისტები, მას კლინიკაში შემოყვანისთანავე ჩაუტარდა PCR ტესტი – „ჯინ ექსპერტი“ კორონავირუსთან დაკავშირებით. ჩატარებული კვლევით ტესტი იყო ნეგატიური“, – განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მეგი ბაქრაძე შესაძლოა, ახალციხეშივე ვაქცინაციიდან ძალიან მალე გარდაიცვალა.

რა ინფორმაციაა მეგი ბაქრაძის ტელეფონში – ადვოკატები ვაქცნინაციის დროის შეცვლაზე საუბრობენ

“კლინიკა “იმედის” სამედიცინო პერსონალი საუბრობს ვაქცინაციის შემდგომ დახმარების დაგვიანებაზე და იმაზე, რომ პრაქტიკულად, გარდაცვლილი წაიყვანეს თბილისში” – მეგი ბაქრაძის ადვოკატი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები