LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: ამრევები არიან მოსაშორებლები – ჩემი აზრით, ვაშაძე ამრევია და უმრავლესობიდან ყველა ურევს

85
BeFunky-collage (11)

“ჯერჯერობით ამრევები არიან მოსაშორებლები. მე მივდივარ და ადამიანებს ველაპარაკები, დააკვირდნენ, რომელი ადამიანები ურევენ სიტუაციებს – ჩემი აზრით, ვაშაძე ამრევია და უმრავლესობიდან ყველა ურევს ამ თვალსაზრისით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, 12 პუნქტი მხოლოდ ერთობლივად შეიძლება შესრულდეს.

“როცა მუჰამედი არ მიდის მთასთან, მთა მიდის მუჰამედთან – ეგრე უნდა იყოს, ჩემი აზრით და ეს ხალხიც, ვინც აქ არის, უნდა დადიოდეს იმ შეხვედრებზე, სადაც ხელისუფლება მონაწილეობს. მარტო კი არ უნდა ვხვდებოდეთ, ის სათქმელი, რომელიც აქ აქვს არასამთავრობო სექტორს, უნდა ჰქონდეს იმ შეხვედრებზეც, რომელსაც ხელისუფლება ატარებს და ეს უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ საზოგადოებას აზრი მივაწოდოთ ხელისუფლების თანდასწრებით და არა მხოლოდ ერთმანეთთან შეხვედრით.

12 პუნქტი მხოლოდ ერთობლივად შეიძლება შესრულდეს, ის ვერ შესრულდება ცალ-ცალკე. მე დავდივარ ყველგან და ვაკვირდები, რა სიტუაციაა და სად შეიძლება არსებობდეს გადაკვეთის წერტილები. ჩემი აზრით, ჯერჯერობით ამრევები არიან მოსაშორებლები. მე მივდივარ და ადამიანებს ველაპარაკები, დააკვირდნენ, რომელი ადამიანები ურევენ სიტუაციებს. ჩემი აზრით, ვაშაძე ამრევია და უმრავლესობიდან ყველა ურევს ამ თვალსაზრისით”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გიორგი ვაშაძე:10 წელია „ქართულმა ოცნებამ“ ფსიქიკა შეურყია საქართველოს მოქალაქეებს, სულ 5-10 კაცია, ვინც შეგვჭამა, გამოღრღნა ქვეყანა, დანარჩენებს არაფერი გვაქვს სამტრო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები