LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონელმა მოსწავლეებმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს (ვიდეო)

1536892259_photo

იაპონიაში, კუმაგაის სკოლის მომღერალთა გუნდმა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულა.

მოგეხსენებათ, მომავალ წელს ამომავალი მზის ქვეყანაში რაგბიში ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჩატარდება. იაპონია რაგბის მსოფლიო თასის გათამაშებას 2019 წლის 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე ზედიზედ მეხუთედ იასპარეზებს. ბორჯღალოსნების მეტოქე D ჯგუფში ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურუგვაი იქნებიან. მსოფლიო თასისთვის სულ 20 ნაკრები იბრძოლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები