LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში 800 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს

100
wvimaaa

იაპონიაში კოკისპირული წვიმების გამო 800 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქ კაგოსიმას 594 ათასი მცხოვრების სასწრაფო ევაკუაციის განკარგულება გასცა. საფრთხის დონე ხუთი შესაძლებლიდან მეოთხემდეა აწეული. მოსახლეობას მოუწოდეს, არ დაელოდონ განგაშის სიგნალს, დამოუკიდებლად იზრუნონ საკუთარ თავზე, დროულად დატოვონ სახლები და უსაფრთხო ადგილზე გადავიდნენ.

სააგენტო „კიოდოს“ ცნობით, ევაკუაცია შეეხება ქალაქ კირისიმას 125 ათას მცხოვრებს და ქალაქ აირას 77 ათას მცხოვრებსაც. ამ ცნობას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები