LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იცით, კიევს დილის 4 საათზე დაესხნენ თავს, ისევე, როგორც 1941 წელს, ვიღაცას იუმორის ასეთი გრძნობა აქვს, თქვენ გეძინათ, ბელარუსო ძმებო და ჩვენ გავიღვიძეთ, მაგრამ ახლა თქვენ გძინავთ” – ზელენსკიმ ბელარუს ხალხს ემოციურად მიმართა

355
-123388661-zelensky

უკრაინის პრეზიდენტმა, ბელარუს ხალხს ემოციური სიტყვით მიმართა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ჯარები უკრაინაში რაკეტებს უშვებენ, რის შედეგადაც უდანაშაულო ხალხი იხოცება.

„4 დღის წინ, ზუსტად ბელარუსის ტერიტორიიდან, გაუშვეს ფრთიანი რაკეტები, თვითმფრინავები, ვერტმფრენები, ტექნიკა და დაარტყეს ჩვენს სახლებს. ეს უცნაური დეჟავიუა. იცით, კიევს დილის 4 საათზე დაესხნენ თავს… ისევე, როგორც 1941 წელს. ვიღაცას იუმორის ასეთი გრძნობა აქვს. თქვენ კი, გეძინათ, ბელარუსო ძმებო და ჩვენ გავიღვიძეთ, მაგრამ ახლა თქვენ გძინავთ და ჩვენ, ამ მომენტში, უკვე საწოლებში აღარ ვწვებით, ჩვენ ვიბრძვით, ვიბრძვით საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი თავისუფლებისთვის.

ომში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, თქვენ ჩვენთან ერთ მხარეს არ ხართ. თქვენი ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ჯარები უკრაინაში რაკეტებს უშვებენ. ჩვენი შვილები თქვენი ტერიტორიიდან იღუპებიან, ჩვენი სახლები ნადგურდება, ისინი ცდილობენ ააფეთქონ ყველაფერი, რაც აშენებულია ათწლეულების განმავლობაში – და, სხვათა შორის, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი მამების, ჩვენი ბაბუების. ეს ყველაფერი ასევე დე ფაქტო რეფერენდუმია თქვენთვის, ბელარუსებისთვის. თქვენ წყვეტთ ვინ ხართ. თქვენ წყვეტთ ვინ იქნებით, როგორ შეხედავთ თქვენს შვილებს თვალებში, როგორ შეხედავთ ერთმანეთს, მეზობლებს. ჩვენ თქვენი მეზობლები ვართ. ჩვენ უკრაინელები ვართ. იყავი ბელარუსი და არა რუსეთი! ამ არჩევანს თქვენ ახლა აკეთებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკი: ბელარუსის ტერიტორიიდან აგრესიული ქმედება რომ არ განხორციელებულიყო, შეგვეძლო მინსკში გველაპარაკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები