LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: ბელარუსის ტერიტორიიდან აგრესიული ქმედება რომ არ განხორციელებულიყო, შეგვეძლო მინსკში გველაპარაკა

180
273920893-323314989825372-8702693924721577119-n

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მინსკში მოლაპარაკებების გამართვა შესაძლებელი იქნებოდა, თუკი უკრაინას რუსეთი ბელარუსის ტერიტორიიდან არ დაესხმებოდა თავს.

ამის შესახებ ზელენსკიმ ბელარუსი ხალხისადმი მიმართვის დროს განაცხადა.

პუტინის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ბელარუსში ჩავიდა

„თქვენი ტერიტორიიდან აგრესიული ქმედება რომ არ მომხდარიყო, შეგვეძლო მინსკში გველაპარაკა. მოლაპარაკებების ადგილად სხვა ქალაქების გამოყენება შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, გვინდა შეხვედრა, გვინდა ომის დასრულება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბოლი, ბაქო – ჩვენ შევთავაზეთ ისინი რუსებს. ნებისმიერი სხვა ქალაქიც გვაწყობდა – ქვეყანაში, რომლის ტერიტორიიდან რაკეტებს ჩვენკენ არ ისვრიან. ეს არის ერთადერთი გზა, რომ გულწრფელი მოლაპარაკებები და ომის დასრულება შესაძლებელი იყოს“,- განაცხადა ზელენსკიმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები