რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ იდეალური გეგმით საჭიროა “გაათავისუფლონ უკრაინა და გაწმინდონ ნაცისტებისგან”. მედუზას ინფორმაციით, ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, რას ნიშნავს უკრაინის “დენაციფიკაცია”, რომელიც პუტინმა მიმართვაში ახსენა.
როდესაც პესკოვს სთხოვეს აეხსნა, რას ნიშნავდა უკრაინის “დემილიტარიზაცია”, რომელიც ასევე პუტინმა ახსენა, მან თქვა, რომ საუბარია “სამხედრო პოტენციალის განეიტრალებაზე”.