LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იძულებულები გავხდით ეს საიდუმლო გაგვეთქვა”- სუსლიაკის ოჯახი ბავშვების უკრაინაში წაყვანას ითხოვს

5005
collage

“ჩვენ იძულებულნი გავხდით ეს საიდუმლო ღიად გვეთქვა, რომ ისინი სუროგაციით გაჩდნენ, 17 წლისები სანამ არ გახდებოდნენ , არ გვქონდა უფლება გვეთქვა, ამას ამბობდა ჩემი შვილიც, გაიზრდებიან და მე თავად მოვუყვებიო” – განაცხადა იულია სუსლიაკის დედამ რუსთავი 2 -სთან ინტერვიუში.

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკისა და მისი მეუღლის მშობლები ბავშვების უკრაინაში წაყვანას ითხოვენ. მათ უკვე მიმართეს საქართველოს პროკურატურას და პასუხს ხვალ ელოდებიან.

სუსლიაკების მშობლებთან ერთად საქართველოში უკრაინიდან დელეგაცია ჩამოვიდა. მათ შორის არიან პრეზიდენტის წარმომადგენელი, ასევე იურისტები, მედიკოსები, სოციალური აგენტი.

ბებიებმა კიევიდან დნმ-ის პასუხები ჩამოიტანეს იმის დასადასტურებლად, რომ 10 არასრულწლოვანი ნამდვილად მათი შვილიშვილია.

“მე ახლა შოკირებულ მდგომარეობაში ვიმყოფები, ვფიქრობ, მსოფლიოში ყველა დედა ყველა დედა გამიგებს, თუ რა მდგომარეობაში ვარ. რა განსაცდელი გვიდგას და რა მდგომარეობაში არიან ახლა ჩემი შვილები. ეს საშინელებაა. გთხოვთ, რომ დაგვიბრუნოთ ათივე შვილიშვილი და ჩემი ქალიშვილი გაათავისუფლოთ”- განაცხადა ირინა ტროფინჩუკმა

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 10 მცირეწლოვანიდან ოთხის ბიოლოგიური მშობლები იულია და იური სუსლიაკები არიან, ექვსი ბავშვი კი სუროგაციის გზით დაიბადა და მათი ბიოლოგიური მამაც იური სუსლიაკია.

ექსპერტიზამ ტრეფიკინგში ბრალდებული ქალის ნამდვილი შვილები დაადგინა

ვინ არის 10 ბავშვი, რომლებზეც ბრალდებული აცხადებს, რომ ყველა მისი შვილია

ტრეფიკინგში ბრალდებულ უკრაინელ ქალს, იულია სუსლიაკს, რომელიც მოსკოვიდან საქართველოში 10 ბავშვით ჩამოვიდა, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები