LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკის ახალი კონკურსის საპრიზო ფონდი 100 მილიონი დოლარია

104
masknews428

ექსცენტრიკულმა მილიარდერმა ილონ მასკმა თავისი ახალი პროექტის, XPrize-ის წარმომადგენელთან ერთად ახალი კონკურსის შესახებ გამოაცხადა, რომელიც გლობალური კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას მიეძღვნება. კონკურსში მონაწილეებს მოუწევთ წარმოადგინონ ინოვაციური იდეები დედამიწის ატმოსფეროსა და ოკეანეების ნახშირორჟანგისგან გაწმენდის შესახებ. კონკურსში მონაწილეობას ნებისმიერი მსურველი შეძლებს, მისი საპრიზო ფონდი კი 100 მილიონი დოლარი იქნება.

მასკმა  კონკურსის შესახებ საზოგადოებას 22 აპრილს ამცნო. ამ დღეს ხომ „დედამიწის დღე“ აღინიშნება. ცნობილი გახდა ისიც, რომ  პროექტის ხანგრძლივობა 4 წელიწადს შეადგენს, შესაბამისად გამარჯვებული 2025 წელს გამოვლინდება.

უკვე ცნობილია ის კრიტერიუმებიც, რის მიხედვითაც კონკურსის ჟიური საუკეთესო პროექტს შეარჩევს. საწყის ეტაპზე აპლიკანტებმა  უნდა დაასაბუთონ, რომ მათ შეუძლიათ დედამიწის ატმოსფეროდან და ოკეანეებიდან წელიწადში 1000 ტონა ნახშირორჟანგის გამოდევნა. მეორე ეტაპზე განიხილავენ პროექტის ქმედით-უნარიანობას და მასშტაბებს, ხოლო  ბოლო, მესამე ეტაპზე შეფასდება პროექტის სამომავლო პერსპექტივები. Xprize-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათთვის მისაღები იქნება ნებისმიერი ეფექტური მეთოდი, რომლის წყალობითაც ადამიანები კლიმატის გლობალურ  ცვლილებებთან ბრძოლას შეძლებენ.

მიმდინარე წლის განმავლობაში ჟიურის წევრები მიღებულ   საპროექტო განაცხადებს განიხილავენ, 15 მოწონებული პროექტის ავტორი კი წლის ბოლოს მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. ერთი გამარჯვებული, რომელსაც სოლიდური პრიზი ერგება, 2025 წელს გამოვლინდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები