LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმ ხარაჩოზე ყველა ოპერატორის ასვლა კი არა, საჭიროა კამერის დაყენება, რომ მთელმა საქართველომ ნახოს, რას ვაკეთებთ: უსუფაშვილი გელათის საკითხზე

49
დავით-უსუფაშვილი-1

პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე გელათის მონასტერში არსებულ პრობლემებზე საუბრისას “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა თეა წულუკიანს მიმართა.

წულუკიანი გელათზე: 2008 წლიდან მოყოლებული 2021 წლის მარტამდე პრობლემებზე კულტურის მინისტრი წულუკიანი პასუხს არ და ვერ აგებს

უსუფაშვილის განცხადებით, გელათის საკითხს სჭირდება მეტი გამჭვირვალობა.

„მთავარი სათქმელი ის ხომ არაა, თქვენ ვისთან და რასთან გაქვთ კითხვები, როგორ შეიძლებოდა ეს ბეტონი ასეთი ბეტონი ყოფილიყო, ის კრამიტი ისეთი კრამიტი – მე პრარაბის დონეზე არ მაქვს კითხვები, მე პოლიტიკის დონეზე მაქვს – როგორ შეიძლება ქვეყანაში ასეთი რამ ხდებოდეს? თქვენ პერსონალურად პასუხისმგებელი არ ხართ, გავიგე, მაგრამ ამ დარგზე ხართ პასუხისმგებელი. 27 წლის წინ, რომ იყოს დაშვებული შეცდომა გელათთან დაკავშირებით, დღევანდელი მინისტრის და სამინისტროს მოვალეობაა ეს ყველაფერი წამოწიოს წინ, რომ ვიცოდეთ, რა მოხდა, სად მოხდა, რომ აღარასდროს განმეორდეს ეს.

ამას სჭირდება მეტი გამჭვირვალობა, იმ ხარაჩოზე ყველა ოპერატორის ასვლა კი არა, კამერის დაყენება, რომ მთელმა საქართველომ ნახოს, რას ვაკეთებთ. ყველა დასკვნების გასაჯაროება ლონდონელებისაც და იტალიელებისაც – იტალიელები ამიტომ შეეშვნენ, ლონდონელები ამიტომ დავიწუნეთ. ეს იქნებოდა სწორი პოლიტიკა, მოხსნიდა ამ ეჭვებს და ყველა ერთად ვიქნებით გაერთიანებული იმისთვის, რომ გადავარჩინოთ გელათში რაც გადასარჩენია და არ ვაქციოთ ეს თემა პოლიტიკური კინკლაობის საკითხად. ეს, პირველ რიგში, თქვენი საქმეა“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კულტურისა და სპორტის მინისტრს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ.

თეა წულუკიანი: იყალთოს აკადემია არის უმძიმეს მდგომარეობაში, 10 ოქტომბერს გაიხსნება ტენდერი და თუ წარმატებით დასრულდება, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას შევძლებთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g