LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმ შეხვედრას, სხვათა შორის, მეც არ ვესწრებოდი და არც მთავრობის ბევრი წევრი” – ჯანდაცვის მინისტრი კითხვაზე, თუ რატომ ვერ დაინახა მთავრობამ ალიევისა და ზურაბიშვილის შეხვედრის აუცილებლობა

29
BeFunky-collage

“იმ შეხვედრას, სხვათა შორის, მეც არ ვესწრებოდი და არც მთავრობის ბევრი წევრი,” – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა კითხვას, რატომ ვერ დაინახა მთავრობამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის აუცილებლობა.

პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის შესახებ – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

„ასეთი დონის შეხვედრებზე პროტოკოლით რაც არის გათვალისწინებული იმის მიხედვით ხდება სტუმრების დაპატიჟებაც და შეხვედრების გამართვაც. ალბათ აქედან გამომდინარე იყო, რომ არ ესწრებოდა. იმ შეხვედრას, სხვათა შორის, მეც არ ვესწრებოდი და არც მთავრობის ბევრი წევრი“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ არ ყოფილა ინფორმირებული.

ვოლსკი: საკითხების წრე არ არსებობს, რაზეც შეიძლება სალომე ზურაბიშვილმა თუნდაც აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ისაუბროს – თავშეკავება მართებს პრეზიდენტს

რატომ არ ჰქონდა ინფორმაცია პრეზიდენტს ალიევის ვიზიტზე – ფინანსთა მინისტრის პასუხი

ელისაშვილი: ქვეყნის სირცხვილი და თავის მოჭრაა, როცა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოდის და მოქმედი პრეზიდენტი საქმის კურსში არ არის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები