LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე იმიტომ ავიცერი, რომ კორონამ არ მომკლას, გააჩნია, ვინ რატომ იცრება: იმნაძე

93
პაატა იმნაძე

“მე იმიტომ ავიცერი, რომ კორონამ არ მომკლას. თუ ვიღაც იმიტომ იცრება, რომ უნდა, ევროპაში იმოგზაუროს, გასაგებია, რომ რაღაც ეჭვები გაუჩნდება.” – ამის შესახევ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტვ “პირველთან” საუბრის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ გააჩნია, თუ ვინ რატომ იცრება.

მან “სინოფარმის” ვაქცინის ვაქცინაზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ ევროპის ტურისტული ინდუსტრიის 10-15% ჩინელი ტურისტებით არის დაკავებული, ხოლო უნგრეთში, “სინოფარმით” მილიონამდე ადამიანია აცრილი:

“გააჩნია, ვინ რატომ იცრება. მე იმიტომ ავიცერი, რომ კორონამ არ მომკლას. თუ ვიღაც იმიტომ იცრება, რომ უნდა, ევროპაში იმოგზაუროს, გასაგებია, რომ რაღაც ეჭვები გაუჩნდება.

მოდით, ისიც გავიხსენოთ, რომ ევროპის ტურისტული ინდუსტრიის 10-15% ჩინელი ტურისტებით არის დაკავებული. ისიც გავიხსენოთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანაა უნგრეთი, მგონი, მილიონამდე არის სინოფარმით აცრილი. არა მგონია, უნგრეთის მოქალაქეებს დაუკეტოს ევროკავშირმა ევროპაში გადაადგილება.” – თქვა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, “სინოფარმით” ვაქცინაცია საქართველოში დღეიდან დაიწყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოფარმის ეფექტიანობა 78.1%-ით არის განსაზღვრული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები