“იმპექსის” სააფთიაქო ქსელში მომხმარებლებისთვის ყოველკვირეული, განსხვავებული და ჯერ არნახული აქციების და ფასდაკლებების შეთავაზებები დაიწყო თავის მოვლის საშუალებებზე, ბავშვთა კვებისა და აქსესუარების კატეგორიის სრულ ასორტიმენტზე.

განსაკუთრებული ფასდაკლებებით სარგებლობა შესაძლებელია, მთელი თვის განმავლობაში, ყოველკვირეულად განსხვავებული კატეგორიის პროდუქციაზე, „იმპექსის“ 100-ზე მეტ აფთიაქში მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში:

  • ყოველი თვის I კვირა (1 – 7 რიცხვი): უპრეცედენტო ფასდაკლება ბავშვთა მოვლის, კვების და აქსესუარების ბრენდებზე;

  • ყოველი თვის II კვირა (8 – 14 რიცხვი): თმის მოვლის პროდუქციის კვირეული;

  • ყოველი თვის III კვირა (15 – 21 რიცხვი): ტანის მოვლის ბრენდებზე საუკეთესო ფასები;

  • ყოველი თვის IV კვირა (22 – 31 რიცხვი): პირის ღრუს მოვლის პროდუქციის კვირეული.

შეთავაზებებით სარგებლობა „იმპექსის“ ლოიალობის – ფასდაკლებისა და დაგროვების – ელექტრონული „ზე ბარათის“ გამოყენებით არის შესაძლებელი. ბარათის მომხმარებელს საშუალება აქვს, შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქცია ფასდაკლებით და პარალელურად დააგროვოს სხივები/ქულები – რომელთა გადაცვლა შესაძლებელია ქსელში წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქციაზე. ბარათზე ზოგად სქემასთან ერთად დამატებით მოქმედებს: მშობელთა, პენსიონერთა, დევნილთა და ტურისტთა სქემები. თითოეული სქემის ბენეფიციარისთვის კი შექმნილია მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები.

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი დაარსების დღიდან ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს ფარმაცევტულ სექტორში მომხმარებლისათვის მედიკამენტების ფართო ასორტიმენტის შეღავათიან ფასად შეთავაზების მიმართულებით. „იმპექსი“ ერთ-ერთი პირველია ფარმაცევტულ სექტორში, რომელმაც დაიწყო თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი საქართველოში და 80%-მდე ფასდაკლებული ღირებულებით შესთავაზა ქართველ მომხმარებლებს. „იმპექსში“ თურქეთიდან იმპორტირებული 100-მდე დასახელების მედიკამენტის შეძენაა შესაძლებელი მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში.

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილია საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატების მქონე, ნატურალური და ორგანული კოსმეტიკური ბრენდები ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან – საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და ა.შ. აღნიშნული ბრენდები დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპაში და სწორედ „იმპექსმა“ შეძლო მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ქართველი მომხმარებლებისთვის.

დღესდღეობით, „იმპექსფარმი“ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. „იმპექსფარმი“ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს – ISO 9001:2015 და სანდო რეპუტაციით სარგებლობს პარტნიორ კომპანიებში.

„იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი მუდმივად ცდილობს, შეასრულოს ბრენდის დაპირება და ექსკლუზიური შეთავაზებებით, კომფორტული გარემოს შექმნით, მომხმარებელზე მორგებული სერვისების განვითარებით და მაღალხარისხიანი მომსახურებით განაწყოს მომხმარებლები სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ „იმპექსის“ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/ImpexPharmacy

ცხელი ხაზი: 032 2 31 31 00

#განეწყვესიცოცხლისთვის

#განეწყვეჯანმრთელობისთვის

R

მსგავსი თემები