LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთმა 59 აპლიკაცია, მათ შორის, TikTok-ი აკრძალა

122

ინდოეთმა 59 ჩინური აპლიკაცია აკრძალა.ინფრომაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ჩინური აპლიკაციების აკრძალვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სხვადასხვა წყაროდან არაერთი საჩივარი შევიდა, რომ აპლიკაციებით ფარულად, უნებართვოდ გზავნიდნენ მომხმარებელთა ინფორმაციას.

მთავრობა მიიჩნევს, რომ აპლიკაციები საზიანოა ინდოეთის სუვერენიტეტისთვის, ერთიანობისთვისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის.

აკრძალულ სიაში მოხვედრილ აპლიკაციებს შორისაა, Facebook-ის მსგავსი WeChat-ი და Twitter-ის მსგავსი Weibo, რომელსაც სრულიად აკონტროლებს ჩინეთის მთავრობა. გარდა ამისა, ცნობილი ვიდეოების აპლიკაცია TikTok-ი, რომელიც  ჩინური აპლიკაციის Douyin-ის ანალოგია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები