LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფიცირებულმა იტალიელმა წყვილმა ქორწინების 50 წლის იუბილე საავადმყოფოში აღნიშნა (ფოტო)

255
Capture

73 წლის ჯანკარლომ და 71 წლის სანდრამ ქორწინების 50 წლისთავი საავადმყოფოში, ექიმებთან ერთად აღნიშნეს. ისინი კორონავირუსით არიან ინფიცირებული და სხვადასხვა საავადმყოფოებში მკურნალობდნენ, თუმცა სპეციალურად ამ დღისთვის ერთ პალატაში, ერთმანეთის გვერდით მოათავსეს.

მოხუც წყვილს მთელი დღის განმავლობაში ხელები ჰქონდათ ჩაკიდებული. ეს ემოციური მომენტები კი ექიმმა რობერტა ფერეტიმ დააფიქსირა.

 

მედპერსონალმა მოხუცებს ტორტიც მიუტანეს 50 სანთლით, და მათ პალატაში საქორწინო მარში ჩართეს.

“სანდრა ბევრს ტიროდა, ყვებოდა, ამდენი წლის შემდეგაც, როგორ ძალიან უყვარდა მეუღლე. როდესაც გავიგე, რომ მათი ქორწინების წლისთავი იყო, გადავწყვიტე ეს დღე უნდა აღენიშნათ. ძალიან ემოციური დღე იყო. ჯანკარლოც მუდმივად იმეორებდა როგორ უყვარდა მეუღლე”, – აღნიშნა ფერეტიმ ადგილობრივ მედიასთან.