საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 196-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიებში PCR სტანდარტით 200-მდე კვლევა მიმდინარეობს.
„დამთხვევა იყო თუ არ ვიცი, დღეს 7 აპრილია და შვიდი ახალი შემთხვევა გქვონდა დღეს დილით. ამჟამად, ახლა ერთია დამატებული, ანუ სტატისტიკა რომ გითხრათ, საქართველოში ამ წუთისთვის გვაქვს 196 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა“ ,- განაცხადა გამყრელიძემ.
გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც – საქართველოში კოვიდ-19 უკვე 46-მა ადამიანმა დაამარცხა. გარდაცვლილია სამი ადამიანი.
გამყრელიძე აცხადებს, რომ კვირის ბოლომდე, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდეს.
“კვირის ბოლოს დაახლოებით 350-400 შემთხვევას ვპროგნოზირებთ -მიმდინარე თვე და მაისის პირველი ნახევარი საკმაოდ რთული იქნება.- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
2-3 კვირაში პიკი იქნება მდორე, საქართველო აქედან გამოვა მინიმალურო დანაკარგით: თენგიზ ცერცვაძე
ღმერთი მოწყალეა, გვახსოვდეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს – ილია მეორე
