LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია: ეს ქვეყანა კლავს, ადამიანებსაც და მომავალსაც… მანამდე ჩუმად უყურეთ ტელევიზორებს და გული დაიმშვიდეთ იმით, რომ სხვებს კლავენ, სცემენ და თქვენ (ჯერ) არა

940
ინგა გრიგლია

ინგა გრიგოლია ავსტრალიელ ტურისტთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ავსტრალიელი ქალის ცხედარს სამართალდამცველებმა “ეშმაკის ბორბლიდან” რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით, ტყეში მიაკვლიეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ავსტრალიელი ქალის საქმე – შსს-ს პირველი ოფიციალური განცხადება ცხედრის პოვნის შესახებ

ინგა გრიგოლიას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“ვინც ჯერ კიდევ ვერ ხვდებით, სად ვართ, სად აღმოვჩნდით, ფართოდ გაახილეთ თვალი.!!! ამ ქვეყანაში ცხოვრება ძალიან საშიში გახდა.
ძალიან საშიში გახდა განსხვავებული ჩაცმა,აზროვნება, საუბარი, მალე განსხვავებული ფიქრიც საშიში გახდება,აკი ამიტომაც ცდილობენ მწერლების პოლიტიკურ კონტროლს….. ორი დღის წინ,საქართველოში საგანგებოდ მოწვეულ ,პოპულარულ უცხოელ ტურისტს ჰომოფობიური განწყობების გამო, თავს დაესხნენ. გუშინ გავიგეთ, რომ მსოფლიოში ცნობილმა მოდის სახლმა გააუქმა სვანეთში დაგეგმილი სარეკლამო გადაღებები, რომელშიც ჰოლივუდის ვარსკვლავს უნდა მიეღო მონაწილეობა,გადაღებები გაუქმდა სწორედ საქართველოში არსებული ჰომოფობიური განწყობების გამო.

რა გინდათ ,თქვე მაიმუნებო! ტურისტი აღარ ჩამოვიდეს? აქ მოგზაურობა სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს? რატომ მიგვათრევთ რუსეთში! რატომ?!!!!!! აი, ეს მოიტანა ჰომოფობი ჩლუნგების დაუსჯელობამ! მათი ორგანიზატორების დაუსჯელობამ!!

„ყველაზე ლამაზი ხელნაწერი მსოფლიოში“ - რას წერდა გარდაცვლილი ავსტრალიელი ქალი, რომელსაც საქართველოს თითქმის ყველა კუთხე ჰქონდა შემოვლილი

ავსტრალიელი ქალი წელიწადზე მეტი საქართველოში ცხოვრობდა და ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა. ბინა ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე ჰქონდა ნაქირავები.

ლექსოს სიკვდილამდე მიმყვანების რეალური მეთაურების ხელშეუხებლობამ!!!! აი ეს მოიტანა იმან, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის მერე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არც არავინ აიღო და ისე გააგრძელეს ,ვითომც არაფერი!!!!!! აი, ეს მოიტანა ბევრის ტრ….ს თამაშმა,ჟურნალისტებზე ძალადობა არ შეიძლება, ცუდია,მაგრამ პოლიტიკურ განცხადებებს რატომ აკეთებთო,რატომ ითხოვთ მოძალადე ხელისუფალთა გადადგომასო, ჩვენ რომ გვეუბნებოდნენ!!!
ძალადობის ლეგიტიმაცია მოახდინა ,,ქართულმა ოცნებამ,, – არ მოგწონს ვინმე?- გააშავე,მოუგონე ყველანაირი სიბინძურე,ურტყი,მოკალი….ან არ დაგიჭერენ ან დაგაკავებენ ძაან ცოტა ხნით და მერე გირაოსაც შავი ყულაბიდან გადაგიხდიან!!!!!!

თქვენ კი, ჩვენ რომ სისულელეებს გვაბრალებთ,ჟურნალისტები პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ და მათი ცემა კი ცუდია,მაგრამ პრემიერის გადადგომა რომ მოითხოვეს, ამიტომაც არ გავედით საპროტესტო აქციებზეო,დიდხანს იყავით ჩუმად და სახლებში რომ შემოგივარდებიან,მერე დარეკეთ ჩვენთან,გვიშველეთო(როგორც ეს არაერთხელ მომხდარა). მერე გვემუდარეთ, გააშუქეთ ჩვენი ამბავიო( როგორც ეს არაერთხელ მომხდარა)!

მანამდე ხმა არ ამოიღოთ, ვინმე არ გაგინაწყენდეთ, ვინმეს ოპოზიციონერი არ ეგონოთ, ვინმემ არ შეგამჩნიოთ…..

მანამდე ჩუმად უყურეთ ტელევიზორებს და გული დაიმშვიდეთ იმით, რომ სხვებს კლავენ,სცემენ და თქვენ (ჯერ ) არა… და ხო, არჩევნებზე არ დაგავიწყდეთ გაქცევა და ორმოჟდაერთის შემოხაზვა, მეტი სიცოცხლე რომ უნდა შემოგიტანოთ ყველა უბანში!

ეს ქვეყანა კლავს, ადამიანებსაც და მომავალსაც!!” – წერს ინგა გრიგოლია.

იარაღი ლეგალური უნდა იყოს… ან გაბედავდა თავდასხმას, ან ვერა. ან მოერეოდა, ან ვერა. ახლა ზუსტად ვიცით, რომ მოერია – ჰერმან საბო

ბაია პატარაია: ახლა ვითვალოთ გვამები – ეს უკვე მეორე გაუპატიურებული და გარდაცვლილი უცხოელი ქალია ამ ზაფხულს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g