LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იორდანიაში, მაცხოვრის ნათლობის ადგილიდან რამდენიმე მეტრში, საქართველოს 4 ათასი კვ.მ ნაკვეთი ოფიციალურად გადაეცა

132
untitled-design-2022-05-29t211539-059

იორდანიაში საქართველოს ოფიციალურად გადაეცა მაცხოვრის ნათლობის ადგილიდან რამდენიმე მეტრში 4 ათასი კვ.მ ფართობის მქონე ნაკვეთი.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმოდ გახსნა ბარელიეფი, რომელზეც ქართულ და არაბულ ენებზეა აღნიშნული, რომ ადგილზე აშენდება სულიერებისა და კულტურის ცენტრი.

ბარელიეფზე დატანილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერები.

საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და პრინცი ღაზი დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g