LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

iPhone+ -ის დამფუძნებელმა საქართველო დატოვა: კომპანია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

490

iPhone+ -ის დამფუძნებელმა მამუკა მარღიშვილმა საქართველო დატოვა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი.

21 ნოემბერს, 15:00 საათზე სასტუმრო “რედისონში” “აიფონ პლუსის” წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ.

”პრესკონფერენციაზე გაჟღერებული იქნება, სასამართლო სისტემის გავლენიანი მაღალჩინოსნის ინტერესები და უკანონო, დანაშაულებრივი ქმედებები iPlus-ის წინააღმდეგ, რაც საქართველოს ბიზნესგარემოს, სრულიად მსოფლიოს თვალში კატასტროფულ მდგომარეობაში აყენებს!”, – აცხადებენ “აიფონ პლუსის” წარმომადგენლები. მათივე ცნობით, პრესკონფერენციაზე კომპანიის დამფუძნებელი ვიდეოზარით ბრიუსელიდან ჩაერთვება, რომელმაც საქართველო უკვე დატოვა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივნისის თვეში, კომპანიის ყველა ფილიალში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა და გამოვლენილი დარღვევების გამო iPhone+ -ს ყადაღა დაადო. მაშინ კომპანიის დამფუძნებელი მამუკა მარღიშვილი მისი კომპანიის მიმართ დაწყებული სამართლებრივი დევნის უკან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, ვალერიან ცერცვაძის ინტერესებს ხედავდა და ამბობდა, რომ კონკურენტი “აიტექნიკის” რეალური მფლობელი სწორედ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძეა და ასეთ პირობებში კონკურენციის გაწევა შეუძლებელია.

 

15150996_1324284727605057_1788737738_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები