LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათა ვანიშვილი წლების განმავლობაში უტეხად დარაჯობდა საკუთარ მიწა-წყალს და ბოლომდე არ შეეპუა ოკუპაციას – ირაკლი ღარიბაშვილი

128
ირალი 44

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პრემიერის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, დათა ვანიშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც უარი თქვა საკუთარი სახლის მიტოვებაზე და ცხოვრება გაუსაძლის პირობებში, მავთულხლართებს მიღმა არჩია.

„მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს გამორჩეული მოქალაქის, დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო. ეს ის ადამიანია, რომელმაც უარი თქვა საკუთარი სახლის მიტოვებაზე და ცხოვრება გაუსაძლის პირობებში, მავთულხლართებს მიღმა არჩია. იგი წლების განმავლობაში უტეხად დარაჯობდა საკუთარ მიწა-წყალს და ბოლომდე არ შეეპუა ოკუპაციას“, – აცხადებს პრემიერი.

სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს მიღმა დათა ვანიშვილი გარდაიცვალა. 

არ დაგვავიწყდებით, 27 წლის მეგი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ დარჩება, დათა პაპა კი ოკუპაციის: ნინო ლომჯარია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g