“მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი და ჩვენ დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა, იცით, რომ მხოლოდ ნგრევა მიმდინარეობდა ბოლო 30 წელია,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამაში ბრალი უპასუხისმგებლო, მოღალატე პოლიტიკოსებს მიუძღვით.
“მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი და ჩვენ დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა, იცით, რომ მხოლოდ ნგრევა მიმდინარეობდა ბოლო 30 წელია. ნგრევა – ჩვენივე ხელით ვანგრევდით ჩვენს ქვეყანას. მათ შორის, ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, მოღალატე, გამყიდველი პოლიტიკოსები, რომელმაც დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და დაკარგეს ტერიტორიები, დღესაც მავნებლობენ. რომ იტყვიან, ჩვენი ხელით დავშალეთ ყველა სისტემა – ქარხნები, წარმოებები, ინდუსტრიები, ყველაფერი ჩვენ თვითონ მოვსპეთ. მათ შორის, განათლების სისტემა, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მიიღო. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება აქტიური მუშაობა – ვმუშაობთ, განათლების მინისტრი ძალიან აქტიურად მუშაობს.
პირველი ჩვენი პრიორიტეტი და ამოცანა უნდა იყოს ხარისხიანი საშუალო განათლების მიცემა ჩვენი მოქალაქეებისთვის.