LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა, რომ ეროვნული ვალუტის კურსი 3 ლარს ჩამოსცდა – ლაშა პაპაშვილი

2196
ლაშა-პაპაშვილი

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ლარის კურსზე საუბრობს და ამბობს, რომ ლარის კურსის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, ყველაზე მეტად ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა.

„ჩამოსცდა კურსი 3-ს და კიდევ აგრძელებს ქვევით სვლას. მთავრობამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ეროვნულ ბანკს უთხრა არა, რომ არავითარი ინტერვენცია არ მოეხდინა. უთხრა ეროვნულ ბანკს, რომ ლარზე, მის საწინააღმდეგოდ ინტერვენცია ვერ გაგრძელდება! ჩვენ ჩვენი მოსაზრებები დავდეთ, იმათ – თავისი, შევაჯერეთ და გამოვააშკარავეთ, რომ ეს სწორი არაა. მთავრობამ პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო, რომ რაც სწორია მხარი დაუჭირა“, – განაცხადა პაპაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთიდან ფულადი გზავნილების გადმორიცხვებმა იმატა, რის მიზეზადაც პაპაშვილი რუსეთ-უკრაინის ომს ასახელებს. „რუსეთში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს, იქ ვისაც კი რამე დანაზოგი ჰქონდა, დაიწყეს ფულის გამოტანა. რადგან დიდ თანხებს ვერ რიცხავენ, 3-5 ათასით მოდის ეს თანხა. დანაზოგები გადმოაქვთ საქართველოში, თუმცა მათაც დაარტყა ეროვნულმა ბანკმა. შეუგზავნეს ბანკებს და გააჩერეს რუსეთიდან გადმორიცხვები, გაუცნობიერებლად აკეთებენ ამას. შეამოწმა ეროვნულმა ბანკმა კერძო ბანკები და დააჯარიმა. თუ პასპორტი სწორად ვერ გადაიღე, ორი ციფრიც რომ არ ჩანდეს პასპორტზე, იმის გამოც კი აჯარიმებენ. ფულს აღარ უშვებენ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, რისკები არსებობს, მაგრამ სხვანაირად უნდა შეხედო. საფეხბურთო მოედანს უნდა შეადარო ეს სიტუაცია, ახლა ეროვნული ბანკი და მთავრობა მოედანს უნდა გვიკეთებდნენ. ვთქვათ, სარბენ ბილიკზე გავრბივართ ბიზნესმენები, კონკურენცია გვაქვს, ესენი დგანან და ბოტასებს გვიმოწმებენ, მოედანს გვიჩიჩქნიან, ღამე თუ გავრბივარ შუქს მიქრობენ. უნდა გაანებონ ამას თავი, სწორად მართვაა მათი მოვალეობა, ასეთი ჩარევით ვერაფერს გააკეთებენ. 30 წელია ვიძახით რომ ექსპორტის გაზრდა გვინდა, ხელი უნდა შეგვიწყონ, სესხს თუ არ მოგვცემენ, როგორ გავზრდით? ომის პირობებშიც კი მიდის უკრაინაში ღვინო, უნდა დაეხმარონ. „ექიმია“ ეროვნული ბანკი, ეს უნდა ესმოდეთ, თუ არ უნდათ გაგება, უნდა გავაგებინოთ. დაუშვებელია ახლა თეორიებით საუბარი, ეს ამ ქვეყანას არ სჭირდება“, – განაცხადა პაპაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და ბანკის მენეჯმენტი საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის თემა გლობალური გამოწვევები და მათი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე – საპასუხო ქმედებები და სამომავლო ნაბიჯები იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g