LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: ქალი, რომელმაც გიორგი გახარიას „კოკაინი“ გაასინჯა, გახარიას პარტიიდან საკრებულოს სიაშია

178
კობახიძე და გახარია

„ქალი, რომელმაც გიორგი გახარიას „კოკაინი“ გაასინჯა, გახარიას პარტიიდან საკრებულოს სიაშია,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა და დასძინა, რომ გახარიამ „კოკაინის“ მოხმარება მას შემდეგ დაიწყო, რაც „პარტიიდან და ხელიდან წავიდა.“

კობახიძის თქმით, აღნიშნული ქალი საკრებულოს სიაშია, თუმცა გვარის დაკონკრეტებისგან, როგორც ეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თქვა, მოერიდება.

„ეს ქალბატონი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი, თუმცა ის არის საკრებულოს სიაში გახარიას პარტიიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე: გახარიას კოკაინი პირველად ერთ-ერთმა ქალბატონმა გაასინჯა

ჟურნალისტის რეპლიკაზე კი იმის შესახებ, რომ თბილისის მერი კახა კალაძე გიორგი გახარიაზე საუბარს ერიდება, კობახიძემ უპასუხა, რომ კალაძეს პრინციპულად აქვს გადაწყვეტილი, რომ მხოლოდ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბროს.

„კახა კალაძეს აცადეთ თავისი საარჩევნო კამპანიის წარმოება. მას აქვს თავისი საარჩევნო პროგრამა და პრინციპულად აქვს გადაწყვეტილი, რომ თბილისელებს ესაუბროს მის საარჩევნო პროგრამაზე.

აქედან გამომდინარე, სწორს აკეთებს, რომ ყველა სხვა თემაზე საუბარს ერიდება. მან უნდა ისაუბროს თბილისელებთან, თბილისისთვის წარდგენილ საარჩევნო პროგრამაზე“,- განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, „ოცნების“ ლიდერმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „გიორგი გახარიას თქმით, მმართველ გუნდს „კოკაინთან“ დაკავშირებით საუბრის გამბედაობა არ ეყოფოდა, ეს რომ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა არ იყოს“.

„ჩვენ ამის გამბედაობა არ გვეყოფოდა, ეს კაცი „კოკაინს“ რომ არ მოიხმარდეს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები