LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ერთხმად დაამტკიცეს

103
BeFunky-collage

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყრილობაზე, ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ სრული თანხმობით აირჩიეს. ირაკლი კობახიძე ამ დრომდე, პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას იკავებდა.

ყრილობა „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზში მიმდინარეობს და მთელი ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე დელეგატი ესწრება.

ყრილობის პარალელურად, „ექსპო ჯორჯიასთან“ მიმდინარე აქციაზე დღეს რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

„ექსპო ჯორჯიასთან“ მიმდინარე აქციაზე 9 აქტივისტი დააკავეს

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ოცნების“ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტია და თანამდებობა დატოვა და მასთან ერთად პოლიტიკიდანაც წავიდა.

საქართველოს თავისი “ტრამპისეული” ამბავი აქვს – “ვაშინგტონ პოსტი” ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ წერს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები