LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მიმართ დიპლომატიური დემარშის მდგომარეობაშია, ასეთ დროს პრემიერის ვიზიტი გარკვეულ დაბრკოლებებთანაა დაკავშირებული

94
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განმარტა რატომ არ ჩადის საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში.

„ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. ჩვენს შემთხვევაში არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მათ შორის, რაც ხელს უშლის პრემიერის შესაძლო ვიზიტს. ეს არის ის, რომ ელჩი ჯერ გაიწვიეს ე.წ. კონსულტაციებზე, შემდეგ საერთოდ გაათავისუფლეს თუმცა როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით აქტი ჯერ არ არის გამოცემული. პრაქტიკულად, უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მიმართ დღემდე დიპლომატიური დემარშის მდგომარეობაშია. ასეთ დროს პრემიერის ვიზიტი უკრაინაში გარკვეულ დაბრკოლებებთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები