LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: ყველაფერი, რაც უ-ზე იწყება, ნიკა მელიას მიესადაგება

66
კობახიძე - მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებას, რომელმაც კობახიძეს უსამშობლო უწოდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება და აცხადებს, რომ „ყველაფერი, რაც უ-ზე იწყება, ნიკა მელიას მიესადაგება“.

მისივე განმარტებით, ნიკა მელია არის „კაცის კაცი და არა პარტიის ლიდერი, არამედ ფორმალური თავმჯდომარე“.

მელია კობახიძის განცხადებაზე: ისე დააბრმავა მტრის მსახურებამ, რომ იმ უდიდეს განსხვავებასაც ვერ ხედავს, რაცაა რუსეთსა და საქართველოს შორის

„ჩვენ თვეების მანძილზე ვიყენებდით ტერმინ „უსამშობლოს“ და ახლაც ვიყენებთ ამ პოლიტიკური ძალის მიმართ. ესეც აჩვენებს კაცობის დეფიციტს, როდესაც შენს ტერმინს ვერ მოიფიქრებ და გინდა სხვისი ტერმინი შეატრიალო.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე არის კაცის კაცი და არა პარტიის ლიდერი, არამედ ფორმალური თავმჯდომარე. რეალური ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც თავად ასე ძლიერ ვერ იტანს. ასეთი ადამიანი ვერ იქნება ვერც ღირსების მატარებელი, ვერც სამშობლოს მოყვარული და ვერც ვერაფერი. ყველაფერი, რაც უ-ზე იწყება, მიესადაგება სწორედ ამ კაცს და ამ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ფორმალური თავმჯდომარეც არის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები