LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი შოთაძემ პროკურატურის 514 თანამშრომელს ხელფასი 500 ლარით გაუზარდა

66
prokuratura

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ბიუჯეტით არსებული ასიგნებების ფარგლებში, უწყების ყველა თანამშრომელს, გარდა ხელმძღვანელი პირებისა, შრომის ანაზღაურება 500 ლარით გაეზარდათ.

როგორც „ფორტუნას“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, აღნიშნული ცვლილება შეეხო პროკურატურის 514 თანამშრომელს – საშუალო და ქვედა რგოლის თანამშრომლებს, რიგით პროკურორებს, გამომძიებლებს და სტაჟირებაზე მყოფ პირებს.

მათი ინფორმაციით, ცვლილება ძალაში უკვე შევიდა და შესაბამისად, საქართველის პროკურატურის თანამშრომლები გაზრდილ ანაზღაურებას თებერვლიდან მიიღებენ.

„პროკურატურის თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების გაუმჯობესება მომავალშიც გაგრძელდება, ვინაიდან საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ევროსაბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, პროკურატურის თანამშრომლების მყარი სოციალური დაცვის გარანტიები პროკურორთა დამოუკიდებლობის გაძლიერებას, ინსტიტუციის განვითარებას და უწყების ეფექტიან საქმიანობას განაპირობებს.

გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, განხორციელებული ცვლილებით ხელფასის ზრდა არ შეეხებათ მის მოადგილეებს, ოლქის პროკურორებსა და დეპარტამენტის უფროსებს“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები