გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო ირანის ხელისუფლებამ შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცა. თეირანის პროკურორის განცხადებით, ირანი დონალდ ტრამპს 3 იანვარს, გენერალ ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციის ოპერაციის ორგანიზებაში ადანაშაულებს. ამასთან, ირანმა ინტერპოლს მიმართა, რომ ტრამპზე საერთაშორისო ძებნა გამოეცხადონ.

ინტერპოლმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ინტერპოლი ირანის შესაძლო მოთხოვნას შტატების პრეზიდენტის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების შესახებ არ განიხილავს.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნეს, ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლის თანახმად, ორგანიზაციას მკაცრად ეკრძალება პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური ან რასობრივი ხასიათის რაიმე ჩარევა ან ქმედება განახორციელოს.

შეგახსენებთ, 3 იანვარს ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად შტატების სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმის “ალ-ქუდსის” ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები