საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციამ გუშინ, 30 ოქტომბერს გაავრცელა სასიხარულო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირინა ონაშვილმა და მევლუდ მელაძემ ისტორიული შედეგი დააფიქსირეს და საქართველოს პირველი მედალი მოუტანეს.
ისტორიულ შედეგის დაფიქსირების შემდეგ, პოსტს თავად ირინა ონაშვილი აქვეყნებს და საზოგადოებას გულშემატკივრობისთვის მადლობას უხდის.
„სიგიჟეა ის რაც ვქენი..? და ეს ყველაფერი Mevlud Meladze ამ კაცის დამსახურებაა?? მადლობა ნდობისთვის? ყველას ძალიან დიდი მადლობა ამდენი მოლოცვებისთვის, აგაფორიაქეთ, გპირდებით მეტჯერ აღარ ვიზამ?
ქალებო, გზა ხსნილია, ახლა თქვენ იცით, ბევრი ქალი ავტოსპორტში✊?❤️
პ.ს. ის ქუსლიანი ფეხსაცმლის სტიკერი აღარ მიაკრათ მანქანას გთხოვთ“, – წერს ირინა ონაშვილი.