LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს თავიდან დავიბადე” – ნათია დუმბაძე კორონავირუსისგან განიკურნა

452
natia-dumbadze-limoni-2019-10-28-09-10-55-663815

მომღერალმა ნათია დუმბაძემ კორონავირუსი დაამარცხა.

“რას ვიფიქრებდი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი დღეს თუ ეს ფურცელი იქნებოდა ჩემთვის?

კორონა დამარცხებულია, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს თავიდან დავიბადე ?

დიდი მადლობა ყველა ჩემს მეგობარს, ჩემს ოჯახს, ყველა იმ ადამიანს,  ვინც ამ რთულ პერიოდში გვერდში მედგა , მამხნევებდა და სიყვარულს მაძლევდა , რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა…..განსაკუთრებით ჩემს დედიკოს ?❣

დიდი მადლობა  Med Diagnostics • მედ დიაგნოსტიკა.

34 წელიც შემისრულდა ? მადლობა მოლოცვისთვის ამდენი სითბოსთვის…

მე თქვენ მიყვარხართ!!!!  გაუფრთხილდით ერთმანეთს, მეტი სიყვარული და სითბო გაეცით❣ეს ძალიან მარტივი , მნიშვნელოვანი და საჭიროა… განსაკუთრებით ახლა ასეთ რთულ პერიოდში…

მთავარანგელოზობას გილოცავთ ყველას და გისურვებთ ჯანმრთელობას❣ მიყვარხაააართ თქვენი დუმბო” – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები