LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით რაკეტების გაშვება დაუშვებელია – ევროკავშირი

54
1582177185-დროშა-ევროკავშირი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ისრაელში კონფრონტაციის ესკალაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ის აღნიშნავს, უნდა დასრულდეს მწვავე ესკალაცია ისრაელსა და ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე, მათ შორის ძალადობის სერიოზული ზრდა ღაზასა და მის გარშემო.

„ევროკავშირი შეშფოთებულია დიდი ოდენობით სამოქალაქო პირთა, მათ შორის ბავშვების, დაშავებისა და დაღუპვის გამო. პრიორიტეტი სამოქალაქო პირების დაცვა უნდა იყოს. ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული სამოქალაქო მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად და დეესკალაციის მხარდაჭერისკენ. დაუშვებელია რაკეტების ქაოტური გაშვება „ჰამასისა“ და სხვა ჯგუფების მხრიდან ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ლეგიტიმური საჭიროებაა, დაიცვას მისი მშვიდობიანი მოსახლეობა, მისი მხრიდან რეაგირება უნდა იყოს პროპორციული და ძალების გამოყენებისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი. ევროკავშირი მოუწოდებს ძალადობის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არ მოხდეს ფართო კონფლიქტი, რომელიც, პირველ რიგში, გავლენას მოახდენს ორივე მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე. იერუსალიმში პატივი უნდა სცენ სტატუს – ქვოს წმინდა სალოცავებში და გარანტირებული იყოს ლოცვის თავისუფლება“, – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები