LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალია რუსეთს ეწევა – კიდევ საიდან იგზავნება ყველაზე მეტი ფული საქართველოში

111
money-in-mailbox

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.6 მლნ აშშ დოლარი (362.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 8.6%-ით (9.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მათივე ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.4% იმ 14 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 91.2% მოდიოდა.

აღსანიშნავია, რომ 52,45 მილიონი დოლარი ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმოირიცხა, დანარჩენი 73,18 მილიონი დოლარი კი – სხვა ქვეყნებიდან. რაც შეეხება ფულადი გზავნილების კუთხით ლიდერ ქვეყნებს, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ტოპ 5-ეული ასეთია: რუსეთი, იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი.

2020 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.5 მლნ აშშ დოლარი (53.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის იანვრის (15.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 19.1%-ით მეტია.

ოფიციალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები