იტალიაში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ბოლო 24 საათის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა. იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ანჯელო ბორელი აცხადებს, რომ ვირუსისგან გასულ დღე-ღამეში 527 პაციენტი განიკურნა, სულ კი ვირუსი 1966 -მა პაციენტმა დაძლია.
გამოჯანმრთელებულთა დადებითი დინამიკის ფონზე საგანგაშოა გარდაცვლილთა რიცხვი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 175 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, წინა დღესთან შედარებით, ეს მაჩვენებელიც შემცირებულია.
როგორ ამხნევებენ ერთმანეთს იტალიაში თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეები (ვიდეო)
