იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, 10 ქალაქში კარანტინი გამოაცხადეს. ამის შესახებ “euronews” იუწყება.
გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ მიიღო.
იტალია გახდა პირველი ქვეყანა ევროპაში, სადაც კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის მსხვერპლია ორი ადამიანი.
იზოლირებულია შემდეგი ქალაქები: კაზალპუსტერლენგო, კოდონო, მალეო, ბერტონიკო, ტერანოვა დეი პასერინი, კასტელჯერუნდო, სან ფიორანო, კასტილიონე დ’ადდა და ფომბიო.
ჩამოთვლილ ქალაქებში დახურულია სკოლები, ბაღები, მარკეტები, სპორტ დარბაზები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ხოლო ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სახლიდან გამოსვლისგან თავი შეიკავონ.
მთლიანობაში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.
ვირუსის 39 შემთხვევა ლომბარდიის რეგიონშია დაფიქსირებული. 11 ადამიანი კი, ვენეტოს რეგიონში დაავადდა.
ამ დროისთვის იზოლაციაში იმყოფება კიდევ 250 ადამიანი, რომელთაც ინფიცირებულ პირებთან ჰქონდათ კავშირი.