LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში მამაკაცი 15 წელი სამსახურში არ დადიოდა, მაგრამ ხელფასს მაინც იღებდა

83
2-6-600x338

იტალიაში საავადმყოფოში დასაქმებულ მამაკაცს 15 წლის განმავლობაში სამსახურის გაცდენას ედავებიან. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

საქმე ისაა, რომ კაცმა სამსახურში სიარული 2005 წლიდან შეწყვიტა და მენეჯერს დაემუქრა, რომ გაცდენის გამო დისციპლინური ანგარიში არ შეევსო.

გამოცემის ცნობით, ამ წლებში ის ხელფასს ჩვეულბრივად იღებდა. როგორც გამოძიებით დგინდება, ახალ მენეჯერს ბრალდებულის სამსახურში არყოფნა არ შეუმჩნევია.

ჯამში, მამაკაცს იმ სამსახურიდან, სადაც არ მუშაობდა 538 000 ევრო აქვს მიღებული.

ახლა გამოძიება მას თაღლითობაში, ფულის გამოძალვასა და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები