LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში საბაგიროს ჩამოვარდნაზე პასუხისმგებელი სამი პირი დააკავეს

62
საბაგიროს ჩამოვარდნა

იტალიაში საბაგიროს ჩამოვარდნაზე პასუხისმგებელი სამი პირი დააკავეს. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების ცნობით, სამ პიროვნებას ევალებოდა ეზრუნა საბაგიროს გამართულ მუშაობაზე და სიგნალი, რომელიც გაუმართავი მუშაობის გამო უნდა მიეღოთ, გამორთული იყო, რაზეც სამივე პირი ინფორმირებული იყო, მაგრამ რეაგირება არ მოახდინეს.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ინციდენტის მომენტში საბაგირო კაბინა 100 კმ/სთ სიჩქარით მიდიოდა. პასუხისმგებელ პირებს კი სწრაფი რეაგირების შემთხვევაში ჩამოვარდნის თავიდან აცილება შეეძლოთ.

შეგახსენებთ, რომ საბაგიროს ჩამოვარდნის დროს 14 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვის დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები