LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იულია ქავთარაძე: „ის, რაც უკრაინაში ხდება, სულ თავში გიტრიალებს… გარბიხარ, რადგან შენი შვილი უნდა გადაარჩინო…“

269
iulia

უკრაინელ-ქართველი მომღერალი იულია ქავთარაძე საქართველოში კარგად არის ცნობილი, როგორც „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი სეზონის წარმატებული მონაწილე.

ის ამჟამად საქართველოშია, შვილთან ერთად ომს გამოექცა.

იულიამ „სიცრუის დეტექტორში“ მიიღო მონაწილეობა და უპასუხა კითხვას, გადაურჩა თუ არა სიკვდილს, როდესაც საზღვრის ფეხით გადაკვეთა გადაწყვიტა:

„დიახ, ასე იყო. საშინელი შიშის გრძნობამ გაიარა. გავათვითნცობიერეთ, რომ სამშვიდობოს ვიყავით გასული, მაგრამ ეს მდგომარეობა ძალიან სწრაფად იცვლება. კი, ახლა შენ მშვიდობიანი ცის ქვეშ დგახარ, მაგრამ შენ უკან ასე სულაც არ არის. ის, რაც იქ ხდება, თავში სულ გიტრიალებს. ბევრ ჩვენგანს, ვინც იქიდან გამოიქცა შვილებთან ერთად, ეს მდგომარეობა სწრაფად გვეცვლება… ერთი მხრივ, შეგიძლია ამოისუნთქო, რადგან გარბიხარ და შენი შვილი უნდა გადაარჩინო. იქ, სადაც მე ვიყავი, ისეთი საშინელი სიტუაცია იყო, ვერაფერს გავაკეთებდი. აქედან შემიძლია ჩავერთო, გავხდე მოხალისე და რაღაცით დავეხმარო. ყველამ უნდა გადაწყვიტოს, უნდა დარჩეს იქ თუ წამოვიდეს…“

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ უკრაინელი ქორეოგრაფი ფრონტის ხაზიდან: „ადამიანებს უბრალოდ, გასართობად ხვრეტენ… რუსებს მინდა ვუთხრა, რომ არც თქვენი გვეშინია და არც სიკვდილის!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები